fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ყოველ კვირას 1 მილიონი ტურისტი ჩამოდის – ძლიერი მხარდაჭერა ეკონომიკას

2022 წელს ტურისტულმა ტენდენციებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საბერძნეთისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი ინდუსტრიაა და შეუძლია ეროვნული ეკონომიკის გამდიდრება და ბიზნესის მხარდაჭერა ასეთ რთულ პირობებში – ამის შესახებ საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი, ვასილის კიკილია მედიასთან საუბრობს.

“საბერძნეთი ყოველ კვირას 1 მილიონამდე ტურისტს იღებს. ივლისში თითოეულ კვირას ჩამოსულ ადამიანთა რაოდენობა 900.000-სს აჭარბებდა. სამხრეთ ეგეოსის კუნძულებზე ტურიზმის აქტივობამ 2019 წელს გადააჭარბა 20%-თ. განხორციელდა 17,500 ფრენა და ჩამოვიდა 3 მილიონზე მეტი მოგზაური.

იმ ზარალის ფონზე, რაც უკრაინა-რუსეთის ომმა გამოიწვია, ასევე იმ რთული პირობების შემდეგ, რაც პანდემიამ შექმნა, საბერძნეთის ტურისტულ ბაზარზე სწრაფად დაბრუნდა გაერთიანებული სამეფო, გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები და ა.შ.

ავსტრიიდან ჩამოსულთა რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით, 2022 წელს გაზრდილია 32%-ით, ხოლო ისრაელიდან 24%-ით. საბერძნეთი წელს ნომერი პირველი დანიშნულების ადგილია ტურისტებისთვის საფრანგეთიდან, ასევე ძალიან ბევრი ჩამოდის ბალკანეთის მეზობელი ქვეყნებიდან. უკვე ცხადია, რომ საბერძნეთში ტურისტული სეზონი გახანგრძლივდება,” აცხადებს კიკილიასი.

onalem

ტესტ