fbpx
საბერძნეთი

ათენი: პოლიციას უბრძანეს ხორვატიელების სასიკვდილო თავდასხმაში არ ჩარეულიყვნენ, არამედ შორიდან ედევნებინათ თვალყური

ნეა ფილადელფიაში სტადიონთან მომხდარი თავდასხმის დეტალებზე ბერძნული მედია საუბრობს. როგორც protothema წერს, როდესაც ხორვატიელები და მათ შორის ბერძნები ΑΕΚ-ის სტადიონთან მობილიზდნენ, პოლიციამ მიიღო ბრძანება, რომ თავდასხმაში არ ჩარეულიყო, არამედ მხოლოდ შორიდან ედევნებინა თვალყური.

როგორც ირკვევა, ოფიცრებმა დაინახეს, რომ მეტროსადგურიდან გამოდიოდა დაახლოებით 100 ადამიანი, რომელიც სასიკვდილო თავდასხმისთვის ემზადებოდა და მათ ითხოვეს დამატებითი ოფიცრების გაგზავნა ადგილზე. ანუ პოლიციელებმა დროის დაკარგვის გარეშე გადასცეს ცენტრს, რომ არსებობდა საფრთხე და მოითხოვეს დამატებითი ძალა, პასუხად კი ის მიიღეს, რომ არეულობაში არ ჩარეულიყვნენ და მხოლოდ და მხოლოდ შორიდან მიეწოდებინათ მათთვის სურათი, თუ რა ხდებოდა ადგილზე.

პოლიციელთა გაერთიანებისა და სპეციალური გვარდიის პრეზიდენტი, ვასილის დუმამ ხაზგასმით განაცხადა, რომ ეს იყო სტრატეგიული დაგეგმვის არაადეკვატურობა.

“მოვლენამ ხაზი გაუსვა სტრატეგიული დაგეგმვის არაადეკვატურობას, რისკთან გამკლავებისთვის. რისკებთან, რომლებიც ცნობილი იყო თანამშრომლებისთვის. ასეთი რისკის პრევენცია და მასთან გამკლავება პოლიციის მოვალეობაა, მოქალაქეების წინაშე. ვალი, რომელსაც ხელმძღვანელობა გადასცემს უმცროს ოფიცრებს, მათი პასუხისმგებლობის გათავისუფლებით. ხვალინდელი დღე უნდა განსხვავდებოდეს გუშინდელისგან მომსახურებით, თუ არ გვინდა, რომ ვიტიროთ დაღუპულები ან დაშავებულები”.

როგორც უკვე ცნობილია, თავდასხმას ემსხვერპლა 29 წლის მიხალი, დაშავდა 12 წლის გოგონა და კიდევ 8 მოზრდილი ადამიანი.

onalem

ტესტ