fbpx
საბერძნეთი

ძლიერი ხანძარი კუნძულ ნაქსოზე – 9 ბალის სიძლიერის ქარი მაშველებს საქმეს ურთულებთ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კუნძულ ნაქსოზე ძლიერი ხანძარია. ცეცხლი კორონოს ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც ქარის ტურბინებია განლაგებული და ერთ-ერთი მათგანი დაიწვა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური, მუშაობს ორი ვერტმფრენი და ორი თვითმფრინავიც.

არსებული ცნობებით, კუნძულის ამ ნაწილში ქრის 9 ბალის სიძლიერის ქარი, რაც მაშველებს საქმეს უკიდურესად ურთულებთ და ცეცხლი უფრო და უფრო ღვივდება. მიუხედავად ამისა, ისინი ხანძრის კონტროლის არეში მოქცევას ცდილობენ.

onalem

ტესტ