fbpx
საბერძნეთი

“უსაბუთო ემიგრანტები, რომლებსაც კოვიდი აქვთ, ექიმებმა უნდა დააკავოთ და პოლიციაში მოიყვანოთ” – რას ჩივის ექიმი ათენის საავადმყოფოდან

იპოკრატიოს საავადმყოფოდან ექიმის საჩივარი ვრცელდება, რომელიც უსაბუთო ემიგრანტებს ეხებათ. უფრო მეტად ის საბერძნეთის პოლიციის მოქმედებებზე აკეთებს აქცენტს, რომელიც, მისი თქმით, არ მუშაობს ვალდებულებების შესაბამისად.

კერძოდ, ექიმი იუწყება, რომ საავადმყოფოში მიდიან ემიგრანტები, რომლებსაც არ აქვთ საბუთები და შესაბამისად არც ΑΜΚΑ-ს ნომერი, ხშირად კი, ისინი მათი მეგობრის, სრულიად სხვა ადამიანის ΑΜΚΑ-ს წარადგენენ ხოლმე, რომლითაც ვერ ხერხდება მონაცემების გატარება, რადგან არ ემთხვევა სახელები და გვარებიც კი. არის შემთხვევებიც, როდესაც მათ აქვთ ყალბი დოკუმენტებიც და ასეთ დროს, ექიმები პოლიციას მიმართავენ ხოლმე.

როგორც ირკვევა, ექიმი ბანგლადეშის მოქალაქეებზე საუბრობს, რომლებიც კოვიდის დიაგნოზით მიდიან საავადმყოფოში. ის აღნიშნავს, რომ რა თქმა უნდა, პირველად დახმარებას უწევენ, თუმცა, როდესაც პოლიციას ყალბი დოკუმენტების ქონის გამო უკავშირდებიან, ისინი პასუხობენ, რომ ვინაიდან უსაბუთო ემიგრანტები კოვიდით არიან ინფიცირებულნი, ისინი თავად ექიმებმა უნდა დააკავონ და მიიყვანონ განყოფილებაში.

საბოლოოდ, ემიგრანტები საავადმყოფოს კოვიდით ტოვებენ, ექიმებს კი, არ შეუძლიათ მათი სისტემაში გატარება სწორი მონაცემების არარსებობის გამო.

onalem

ტესტ