fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“საბერძნეთი საუდის არაბეთსა და ევროპას შორის ხიდი გახდება” – კირიაკოს მიცოტაკი ბინ სალმანის ვიზიტის შედეგებზე

როგორც უკვე ცნობილია, რამდენიმე დღის წინ საბერძნეთს საუდის არაბეთის პრინცი, მოჰამედ ბინ სალმანი ეწვია, საქმიანი ვიზიტით. ბერძნული მხარის ინფორმაციით, ამ ვიზიტს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, ახალი ეკონომიკური კავშირების გაჩენის თვალსაზრისით, მაგრამ ამას გარდა, როგორც ირკვევა, თავად საუდის არაბეთსაც აქვს თავისი ინტერესები საბერძნეთისადმი.

როგორც კირიაკოს მიცოტაკი აცხადებს, საუდის არაბეთი ევროპაზე გასასვლელს “ეძებს”, საბერძნეთი კი, ეკონომიკურ ალტერნატივებს, აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ენერგეტიკულ სექტორში შედგება. საუდის არაბეთისთვის საბერძნეთი წარმოადგენს ხიდს, ევროპას კი, ახლა, რუსული შანტაჟის გამო, ძალიან სჭირდება სამხრეთთან დაკავშირება.

სალმანმა ათენში ყოფნისას განაცხადა, რომ ევროპაში ელ. ენერგიის ექსპორტი საბერძნეთის გავლით მოხდება და ეს არის არჩევანი, რომელიც ორივე ქვეყნის პოზიციებს გააძლიერებს.

დადებული შეთანხმებების პაკეტი მოიცავს საუდის არაბეთის ქვეყნებისთვის, ასევე ევროპის ქვეყნებისთვის იაფი ელექტრო ენერგიის მიწოდების პერსპექტივებს, რომელსაც ისინი თავად აწარმოებენ განახლებადი წყაროებიდან.

 

onalem

ტესტ