fbpx
საბერძნეთი

ქალი, რომელმაც საყვარელი მამაკაცის მეუღლე მოკლა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ციხიდან გამოდის

2016 წლის აგვისტოში კოროპში მომხდარმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. მაშინ 26 წლის ნიკოლეტამ კოროპში მოკლა 35 წლის ქალი, რომელიც იმ მამაკაცის მეუღლე იყო, რომელიც უყვარდა. მკვლელობა მოხდა 35 წლის ქალის შვილების თვალწინ, რომლებიც თავდამსხმელს ეხვეწებოდნენ, რომ მათთვის დედა არ მოეკლა.

წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ როგორც ირკვევა, უზენაესმა სასამართლომ მიიღო შუამდგომლობა და და გაითვალისწინა ბრალდებულის სამაგალითო ქცევა, როგორც შემამსუბუქებელი ფაქტორი. აქედან გამომდინარე, მას სამუდამო პატიმრობის სასჯელი “უქმდება” და მკვლელობიდან 6 წელიწადნახევრის შემდეგ ნიკოლეტა, სავარაუდოდ, ციხიდან გამოვა და ცხოვრებას საპატიმროდან მოშორებით გააგრძელებს.

საზარელი მკვლელობა მოხდა ეჭვიანობის ნიადაგზე და როგორც მამაკაცი ამბობს, რომელსაც ნიკოლეტასთან პარალელური ურთიერთობა ჰქონდა, მასაც აქვს პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე, ვინაიდან თავიდან ვერ აიცილა უბედურება და არ დააფიქსირა თავისი მკაფიო პოზიცია ორ ქალთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, დამნაშავე 35 წლის ქალს თავდასხმამდეც ხშირად ემუქრებოდა და მისგან სხვადასხვა შინაარსის სცენებს ისმენდა, თუმცა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქმე აქამდე მივიდოდა.

onalem

ტესტ