fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მამაკაცმა გამყიდველს ყველის მოჭრა სთხოვა და მარკეტიდან პროდუქტებით სავსე კალათით გაიქცა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ვოლოსის ცენტრში მდებარე მარკეტში მოხდა, სადაც მამაკაცმა ქურდობა ორიგინალური გზით გადაწყვიტა.

როგორც მედია იუწყება, ის მარკეტში შევიდა, კალათში ძალიან ბევრი პროდუქტი ჩადო, გაავსო და ბოლოს, გამყიდველს სთხოვა, რომ მისთვის ყველი მოეჭრა. ამით მისი ყურადღების სხვა რამეზე გადატანას ცდილობდა.

როგორც კი ქალი სპეციალურ მაცივართან მივიდა, ყველის მოსაჭრელად, ქურდი მარკეტიდან გავიდა, სადაც თანამზრახველი ელოდებოდა და ორივე გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.

მაღაზიის თანამშრომელმა მაშინვე შეატყობინა პოლიციას მომხდარის შესახებ და ორივე მათგანი მოკლე დროში დააკავეს, ადგილზე დამონტაჟებული კამერების დახმარებით.

აღმოჩნდა, რომ მამაკაცს მოპარული ჰქონდა საკვები, სარეცხი საშუალებები და საკანცელარიო ნივთები – ჯამში 200 ევროს პროდუქცია.

onalem

ტესტ