fbpx
საბერძნეთი

“ხალხმა უნდა გაიგოს, რომ პირბადეებს არ გადავყრით, ვირუსი სააღდგომოდ სახეს იცვლის” – ნიკოს ძანაკის

პროფესორმა, ნიკოს ძანაკიმ, სხვების მსგავსად, ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ კორონავირუსი სულ მალე ენდემურ სახეს მიიღებს.

პულმონოლოგიის პროფესორის განმარტებით, სააღდგომოდ საბერძნეთში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა მოსალოდნელი:

“ვირუსი თავისი კურსის მანძილზე ბევრ ადამიანს დააინფიცირებს, ეს ნიშნავს, რომ ვაქცინირებულებთან ერთად, გვექნება ბუნებრივი იმუნიტეტის კედელიც და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დაცული იქნება. ამ ყველაფრის შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სააღდგომოდ კოვიდი სახეს იცვლის და ის გახდება ენდემური, აღარ გამოიწვევს ასეთ ზეწოლას ჯანდაცვის სისტემაზე და შევძლებთ, რომ დღესასწაულები ისე აღვნიშნოთ, როგორც წინა წლებში.

რსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სისტემამ იპოვა თავისი ბალანსი. ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები იკლებს, ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ფიქსირდება რეგრესი ბოლო 20 დღეა.

მიუხედავად ყველაფრისა, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ პირბადეებს ჯერ არ გადავყრით, რადგან კოვიდი სრულიად არ გაქრება. უნდა გავაგრძელოთ პირადი უსაფრთხოების დაცვა, აკრძალვების ნებისმიერი შემსუბუქება კი მოხდება ეტაპობრივად,” აცხადებს ძანაკი.

onalem

ტესტ