fbpx
საბერძნეთი

კიდევ ერთი “ბომბი” ათენში – 600 კაციანი წვეულება სანაპირო ბარში

კადრები, რომლებიც ათენის სამხრეთ გარეუბნიდან გავრცელდა, შოკისმომგვრელია. იმის პარალელურად, რომ მთავრობამ აკრძალა 9 ადამიანზე მეტის ერთად შეკრება, გაიმართა წვეულება, რომელსაც, არც მეტი, არც ნაკლები, 600 კაცი ესწრებოდა.

ცხადია, ამ სანაპირო ბარში არ იყო დაცული უსაფრთხოების არცერთი ზომა, არანაირი დისტანცია და პირბადეები. ახალგაზრდები საათობით ერთობოდნენ ამ პირობებში. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ როცა მივიდა და ნახა, რომ ამდენი ხალხი იყო, ინანა და წამოსვლა დააპირა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა.

მისივე თქმით, იქ თუ იყო კორონავირუსით ინფიცირებული 1 ადამიანი მაინც, აუცილებლად იქნება ვირუსის მასშტაბური გავრცელება.

იხილეთ კადრები:

onalem

ტესტ