fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ყურადღება: “კატეხაკს” ვადა თუ გასდის ან გაუვიდა, რანდევუ ელექტრონულად ინიშნება

გაიხსნა ელექტრონული პორტალი საერთაშორისო დაცვის მაძიებლის ბარათების (ასილოს – “კატეხაკის”) განახლებისთვის ვიზიტის/რანდევუს დასანიშნად!

მოქმედებაში შევიდა ელექტრონული პორტალი რომლის მეშვეობითაც თავშესაფრის მაძიებლებს შეეძლებათ დანიშნონ ვიზიტი (რანდევუ) საერთაშორისო დაცვის განმცხადებლების ბარათის განახლებისთვის. საერთაშორისო დაცვის განმცხადებლების ბარათების (ასილოს) განახლება მოხდება მხოლოდ დაგეგმილი ვიზიტის (რანდევუს) შემდეგ.

დაგეგმილ ვიზიტში მითითებული იქნება დღე, საათი და თავშესაფრის სამსახურის მდებარეობა სადაც უნდა გამოცხადდეთ.

თუ თქვენს “ასილოს – კატეხაკს” გასდის ან გაუვიდა ვადა და გსურთ რომ დანიშნოთ რანდევუ გადავადებაზე, გთხოვთ შეავსოთ შემდეგი ფორმა და ჩვენს მიერ რეკომენდირებული იურიდიული ოფისი დაგიკავშირდებათ:

    დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იურიდიულ ოფისს ორშაბათიდან პარასკევამდე 10:00-დან 5:00-მდე ტელეფონებზე: 210 8228882 / 6996004769

    მისამართი: პლატია ვიქტორია, არისტოტელუს 85, ისოგიო. ზარი: Law Office