fbpx
კრიმინალი

“21 წლის ქართველ ანასთან 3 წელი მქონდა ურთიერთობა, 21.500 ევრომდე გამომძალეს” – პაკისტანელის შოკისმომგვრელი აღიარება

პაკისტანის 54 წლის მოქალაქე გამომძიებელს დეტალურად უყვება დანაშაულის შესახებ და ასახელებს კონკრეტულ მიზეზს, რის გამოც 2007 წელს ათენში, კერძოდ, პეტარალონაში, 21 წლის ქართველი გოგო და მისი დედა სასტიკად მოკლა, თანამზრახველთან ერთად.

იხილეთ ჩვენება:

“დანაშაულს ვაღიარებ და ძალიან ვნანობ. ნამდვილად მონანიებული მაქვს. ეს არ ყოფილა ჩემი განზრახვა, არამედ გარემოებებმა მაიძულა მკვლელობა ჩამედინა. ვაღიარებ, რომ ანა  და მისი დედა მოვკალი და რაღაც მომენტში ვფიქრობდი, ჩავბარებოდი პოლიციას, მაგრამ მეშინოდა.

ქართველი დედა-შვილი მაშანტაჟებდა. 21 წლის ანასთან 3 წელი მქონდა უკანონო ურთიერთობა და ამ დროის მანძილზე მისთვის დაახლოებით 21.500 ევრომდე მაქვს მიცემული. მეუბნებოდა, რომ ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილება უნდოდა და ფულს მართმევდა.

თანხას როცა მთხოვდნენ, მემუქრებოდნენ, რომ თუ არ მივცემდი, ჩემს ცოლს ეტყოდნენ ურთიერთობის შესახებ, რომელიც ანასთან მქონდა. სწორედ ამიტომ ორივე სახლში დავიბარეთ, დავხოცეთ და ცხედრები დავანაწევრეთ,” ამბობს პაკისტანის მოქალაქე.

როგორც უკვე ცნობილია, პეტრალონაში მდებარე ბინაში დედა-შვილის სასტიკი მკვლელობის ბრალდებით, (რომელიც 13 წლის წინ არის ჩადენილი), დაკავებულია სამი პაკისტანელი, ორ მათგანს (54 და 60 წლის) უშუალო მკვლელობა ედება ბრალად, ხოლო მესამე მათ ცხედრის ნაწილების გადაყრაში ეხმარებოდა.

 

onalem

ტესტ