fbpx
საზოგადოება

სასწაულით გადარჩენილი 4 თვის ბავშვი სერესში – მისი ეტლი გზაზე მანქანამ გაიტანა

ბავშვის დედა ამ დრომდე შოკურ მდგომარეობაშია, რადგან 4 თვის ჩვილი, ფაქტობრივად, სასწაულით გადაურჩა სიკვდილს, მის თვალწინ.

გავრცელებული ინფორმაციით, სერესში ქალს საკუთარი ახალშობილი ეტლით მიჰყავდა და გზის გადაკვეთა ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილი გადასასვლელით სცადა. ამ დროს იქიდან მომავალი მანქანის მძღოლმა არ გაითვალისწინა მათთვის გზის დათმობის ვალდებულება და ეტლი, რომელშიც 4 თვის ბავშვი იწვა, მანქანით გაიტანა.

ირკვევა, რომ ჩვილი ეტლიდან გადმოვარდა და საბედნიეროდ ჩანთაზე დაეცა, რამაც მისი სიცოცხლე იხსნა. ადგილზე მობილიზდა სასწრაფო დახმარება, რომლითაც ის სერესის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მალევე გაწერეს სახლში.

50 წლის მძღოლს კი მხოლოდ 100 ევროიანი ჯარიმა გამოუწერეს, ქვეითისთვის გზის არ დათმობისთვის.

 

 

onalem

ტესტ