fbpx
საბერძნეთი

ზაფხული მიდის და ნამდვილი შემოდგომა დგება – ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა საბერძნეთში

როგორც უკვე ცნობილია, ხვალინდელ დღემდე საბერძნეთში მაღალი ტემპერატურა და ჰაერში აფრიკული მტვრის მაღალი ინტენსივობა ნარჩუნდება. მიუხედავად ამისა, როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, ხუთშაბათიდან ტემპერატურა დაეცემა და ქვეყანაში ნამდვილი შემოდგომა დადგება.

მაგალითად, თუკი ათენში დღეს და გუშინ ჰაერის ტემპერატურამ 35 გრადუსს მიაღწია, ხუთშაბათიდან უკვე 26 გრადუსამდე დაიწევს.

საკის არნაუტოღლუს პროგნოზის მიხედვით, ამინდის ცვლილება ხვალ ღამიდან დაიწყება და წვიმაა მოსალოდნელი ქვეყნის დასავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში.

ათენში ხვალ ჰაერი მაქსიმუმ 31 გრადუსამდე გათბება, ხოლო თესალონიკში 28 გრადუსამდე.

onalem

ტესტ