fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა ბებომ საკუთარი სახლი გაყიდა და თავისი ქალაქის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების მანქანა შეუძინა

კილკიდან კიდევ ერთი სასიხარულო ამბის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც ბერძენი პენსიონერი ბებოს სულგრძელ ქმედებას ეხება. როგორც ირკვევა, ქალბატონმა სოფია პროკოპიდუმ საკუთარი სოფლის საავადმყოფოს სრულად აღჭურვილი მანქანა გადასცა, რომელიც სასწრაფო დახმარების განყოფილებას მოემსახურება და ადგილობრივებისთვის უკიდურესად დიდი მნიშვნელობა ექნება.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ქ-ნ სოფიამ გაყიდა თავის საკუთრებაში არსებული ბინა იმისთვის, რომ შეეძინა სასწრაფო დახმარების თანამედროვე, სრულად აღჭურვილი მანქანა და ეს გააკეთა საკუთარი გარდაცვლილი ძმის საპატივსაცემოდაც.

“არ შეიძლება წინ წავიდეთ, როგორც საზოგადოება, როცა უარვყოფთ იმ სტანდარტებს, რომლებიც რეალურად გვაქვს და როცა ეს სტანდარტები აუცილებლად გვჭირდება,” განაცხადა პენსიონერმა ქალბატონმა.

ქ-ნ სოფია კიკლიში წლების მანძილზე მასწავლებელი იყო, ხოლო პენსიაში გასვლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ არა მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანა შეეძინა, არამედ თავისი სოფილის სამედიცინო დახმარების ცენტრით აღჭურვა გარკვეული ტექნიკით.

onalem

ტესტ