fbpx
საბერძნეთი

დღეს საბერძნეთში ამინდი შედარებით გაუმჯობესებულია – ტემპერატურა ისევ იმატებს

უკიდურესად სუსხიანი და ჩრდილოეთ საბერძნეთში თოვლის შემდეგ, საბერძნეთში ტემპერატურა შედარებით იმატებს და ამინდი დღეს უკვე გაუმჯობესებულია.

ცხადია, ჩრდილოეთით ღამის საათებში კვლავ ყინავს, მაგრამ სამხრეთ და ცენტრალურ საბერძნეთში 9-14 გრადუსამდე ფიქსირდება, რაც გაცილებით უკეთეს პირობებს ქმნის, ვიდრე გასულ დღეებში გვქონდა.

კიკლადესის კუნძულებზე ჰაერი 3-დან 11 გრადუსამდე გათბება, დოდეკანესსა და კრეტაზე 7-დან 13-14 გრადუსამდე, ქარი კვლავ მოსალოდნელია ეგეოსის ზღვაში, რაც დამახასიათებელია ამ ტერიტორიისთვის.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, მოსალოდნელია 5-დან 14 გრადუსამდე, ხოლო თესალონიკში -2-დან 9 გრადუსამდე.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, კვირის ბოლომდე ამინდი არ განიცდის სერიოზულ ცვლილებებს და შედარებით “რბილი” იქნება, გარდა ჩრდილოეთ საბერძნეთისა, სადაც მთიან ტერიტორიებზე უფრო დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

onalem

ტესტ