fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 13 წლის გოგონა მე-3 სართულიდან გადმოვარდა, დაშავდა მისი მამაც, რომელიც შვილის გადარჩენას ცდილობდა

უბედური შემთხვევა, ორი მსხვერპლით, დღეს რამდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც ირკვევა, ლარისაში ერთ-ერთი კორპუსის მე-3 სართულიდან გადმოვარდა მოზარდი გოგონა, რომელმაც მძიმე დაზიანებები მიიღო.

ამ დროისთვის უცნობია, თუ ზუსტად რა გარემოებებში მოხდა ინციდენტი და რა იყო გამომწვევი მიზეზი, თუმცა, 13 წლის გოგონა ერთადერთი დაშავებული არ არის ამ შემთხვევაში. მედია იუწყება, რომ დაშავდა მისი მამაც, რომელიც შვილის გადასარჩენად გარბოდა და კიბიდან გადმოვარდა.

ადგილზე მყოფმა თვითმხილველებმა დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების მანქანა და მამა-შვილი ლარისას გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობენ.

გოგონას ზუსტი მდგომარეობის შესახებ ცნობები არ ვრცელდება, გამოძიება ცდილობს დაადგინოს, იყო ეს შემთხვევითობა თუ თვითმკვლელობის მცდელობა.

onalem

ტესტ