fbpx
საბერძნეთი

200-დან 400 ევრომდე ვაუჩერი საბერძნეთის სახელმწიფოსგან – როდის იხსნება სისტემა?!

სულ რამდენიმე დღე დარჩა იქამდე, ვიდრე საბერძნეთში გაიხსნება სისტემა, რათა ბენეფიციარებმა ვაუჩერის მისაღებად განაცხადები შეავსონ. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება უახლოეს დღეებში.

საბერძნეთში ამოქმედდა ახალი პროგრამა “ტურიზმი ყველასთვის”, უფრო სწორად რომ ვთქვათ, უკვე ნაცნობი პროგრამა, განსხვავებული  და განახლებული დეტალებით. სახელმწიფოს მიზანია შიდა ტურიზმის გაძლიერება და ამ მიზნით ბენეფიციარებს გადაეცემათ 400 ევრომდე ვაუჩერები, რათა კონკრეტული მიზნებისთვის გამოიყენონ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საშემოსავლო კრიტერიუმი, შედარებით 2022-2023 წლებთან, გაზრდილია 3,000 ევროთი, გაზრდილია თავად ზოგადი კატეგორიის ვაუჩერზე არსებული თანხის ოდენობა, თუ გასულ წლებში 150 ევრო იყო, ახლა 200 ევროა ყველასთვის. ბავშვების და შშმ პირების შემთხვევებში ვაუჩერი იზრდება 400 ევრომდეც კი.

განაცხადის გასაკეთებლად საჭიროა, რომ გაკეთებული გვქონდეს 2022 წლის საშემოსავლო დეკლარაცია, ხოლო რაც შეეხება ვაუჩერის გამოყენების ვადებს, ძალაში იქნება 2024 წლის ბოლომდე.

onalem

ტესტ