fbpx
პოლიტიკა

“ერთსქესიანთა ქორწინება რთული საკითხია, მაგრამ პოლიტიკოსებს იმისთვის ირჩევთ, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ” – ადონის გეორგიადის

“ეს საკითხი ის საკითხია, რომელსაც პოლიტიკურად თავისი სირთულეები აქვს და არ ვაპირებთ ამის არ აღიარებას. კარგი იქნება, თუ ჩვენ, პოლიტიკოსები პატივს ვცემთ და მოვუსმენთ ხალხის აზრს ამ საკითხის შესახებ და პატივს ვცემთ ამ მოსაზრებებს,” აცხადებს ადონის გეორგიადი ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელსაც საბერძნეთის პარლამენტი განიხილავს ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით.

“ვფიქრობ, რომ ამ საკითხმა არ უნდა გაგვყოს და ხალხი მთავრობას აფასებს საბოლოო ჯამში, დადებული შედეგების მიხედვით და არა კონკრეტული ერთი გადაწყვეტილების გამო. მიუხედავად არსებული სირთულეებისა, პოლიტიკოსებს იმისთვის ირჩევთ, რომ მათ გადაწყვეტილებები მიიღონ. ხოლო რაც შეეხება ეკლესიის პოზიციას, სრულიად ლოგიკურია, რომ ასეთ საკითხებში ეკლესია უფრო კონსერვატიული იყოს. ჩვენ მათ არაფერს ვაკისრებთ. მთავრობა არ ადგენს კანონს საზოგადოების კონკრეტული ჯგუფებისთვის, მთავრობა ადგენს კანონს მთლიანი საზოგადოებისთვის. ეკლესიის როლი ასეთ საკითხებში განსხვავებულია და ჩვენ პატივს ვცემთ მის პოზიციას, მაგრამ მათთან შედარებით მთავრობის როლი სრულიად განსხვავებულია.”

როგორც უკვე ცნობილია, კირიაკოს მიცოტაკი მხარს უჭერს ერთსქესიანთა სამოქალაქო ქორწინების საკითხს თეორიულად, მაგრამ ეწინააღმდეგება მათთვის სუროგაციის გზით შვილის ყოლის ოფიციალური უფლების მინიჭებას.

onalem

ტესტ