fbpx
პოლიტიკა

საბერძნეთი ფოფი გენიმატას გლოვობს – ქალი, რომელიც ბოლომდე იბრძოდა

მთელი საბერძნეთი შეძრულია ფოფი გენიმატას გარდაცვალებით. მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის ცნობილი იყო მისი მრავალწლიანი ბრძოლის შესახებ, სიმსივნის წინააღმდეგ, გენიმატა თითქოს ერთ წამში გამოეცალა საზოგადოებას ხელიდან და უკან დიდი სიცარიელე დატოვა.

ფოფი 1964 წლის 17 ნოემბერს ათენში, აბელოკიპებზე, ΠΑΣΟΚ-ის დამფუძნებლისა და მინისტრის, გიორგოს გენიმატას ოჯახში. მან განათლება ათენის უნივერსიტეტში, პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიიღო და 1986 წელს, როდესაც უნივერსიტეტი ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული, ეროვნული ბანკის თანამშრომლად დაინიშნა.

ფოფიმ “Κινημα Αλλαγης” სადავეები ხელში 2017 წელს აიღო, თუმცა, ΠΑΣΟΚ-ის პრეზიდენტი იყო 2015 წლიდან.

გენიმატამ დედ-მამაც სიმსივნის დიაგნოზით დაკარგა. დედა 1993 წლის სექტემბერში, 54 წლის ასაკში გარდაეცვალა, ხოლო მამა, 1994 წლის 25 აპრილს, 55 წლის ასაკში. არცერთ მშობელს არ დაუყრია ფარხმალი, არ გლოვობდნენ და დიდი სიმამაცით ებრძოდნენ მომაკვდინებელ დაავადებას. მათ ოჯახში არ იგრძნობოდა ის ტკივილი, რასაც განიცდიდნენ და სწორედ ეს სიმამაცე გადასცეს საკუთარ შვილსაც.

ცნობილ პოლიტიკოსს მკერდის სიმსივნე 2008 წელს დაუდგინდა, მას შემდეგ მრავალი წელი ებრძოდა სნეულებას და ბედის ირონიაა, რომ სწორედ მკერდის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 25 ოქტომბერს გარდაიცვალა.

onalem

ტესტ