fbpx
საბერძნეთი

ანაგნოსტოპულოს ურთიერთობა 16 წლის გოგოსთან ალონისოზე – როგორ ახასიათებს ის პილოტს?!

ტელეკომპანია ΑΝΤ-თან ბაბის ანაგნოსტოპულოს ოჯახის მეგობრებმა ისაუბრეს, რომელთა საშუალებითაც ბევრი ახალი დეტალი გამჟღავნდა. მათი თქმით, არ სჯერათ, რომ პილოტს ამ ყველაფრის გაკეთება შეეძლო და დღემდე გაოგნებულები არიან მომხდარით.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ანაგნოსტოპულოს 23 წლის ასაკში 16 წლის გოგონასთან ჰქონდა ურთიერთობა.

“გაოგნებულები ვართ. კაროლაინზე ძალიან იყო შეყვარებული. კუნძულზე ვერტმფრენით მოდიოდა ხოლმე, რომ ენახა და ყვავილების თაიგული მოეტანა. ის არ მოკლავდა ერთ ქალს მეორის გამო,” ამბობს ერთ-ერთი მეგობარი.

რაც შეეხება, ბაბის ურთიერთობას კაროლაინამდე, უფრო პატარა ასაკში, მისი ოჯახის მეორე ახლობელი ჰყვება:

“ბაბის 23 წლის ასაკში ურთიერთობა ჰქონდა 16 წლის გოგონასთან, 1 წლის მანძილზე. გოგონა ამბობს, რომ ეს იყო მისი ცხოვრების საუკეთესო ურთიერთობა. ბაბი არ იყო არც მოძალადე, არც მანიპულატორი, მასზე არ ახდენდა არანაირ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ერთადერთი რაც მას ახსოვს ის არის, რომ ძალიან მზრუნველი იყო. დაუჯერებელია, რომ მან ადამიანის მოკვლა შეძლო.”

 

onalem

ტესტ