fbpx
საბერძნეთი

რომელ ადგილზეა ბერძნული პასპორტი მსოფლიოში ყველაზე ძლიერ პასპორტთა შორის?!

პასპორტების ინდექსის სიაში, რომელიც Henley Passport Index-ის მიერ არის შედგენილი, ბერძნული პასპორტი 2022 წელს მე-7 ადგილს იკავებს. გასულ წელთან შედარებით ბერძნულმა დოკუმენტმა 1 ადგილით წინ წაიწია.

ინდექსის სათავეში, თუ არ ჩავთვლით ეპიმდგომარეობიდან გამომდინარე შეზღუდვებს, მოგზაურობასთან დაკავშირებით, დგანან სინგაპური და იაპონია, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ ვიზის გარეშე მსოფლიოს 192 ქვეყანაში იმოგზაურონ.

მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა და გერმანია, რომელთა პასპორტის მფლობელებსაც 190 ქვეყანაში შეუძლიათ შესვლა, ვიზის გარეშე.

მესამე ადგილს იკავებენ იტალია, ფინეთი, ლუქსემბურგი და ესპანეთი, რომელთა მოქალაქეებსაც 189 ქვეყანაზე აქვთ წვდომა, ვიზის მიღების გარეშე.

იხილეთ სრული სია:

1. იაპონია, სინგაპური (192 მიმართულება)
2. გერმანია, სამხრეთ კორეა (190)
3. ფინეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ესპანეთი (189)
4. ავსტრია, დანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, შვედეთი (188)
5. ირლანდია, პორტუგალია (187)
6. ბელგია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები (186)
7. ავსტრალია, კანადა, ჩეხეთი, საბერძნეთი, მალტა (185)
8. პოლონეთი, უნგრეთი (183)
9. ლიტვა, სლოვაკეთი (182)
10. ესტონეთი, ლატვია, სლოვენია (181)

უკანასკნელ პოზიციებზე მდგომი ქვეყნები:

104. ჩრდილოეთ კორეა (39 მიმართულება)
105. ნეპალი და პალესტინა (37)
106. სომალი (34)
107. იემენი (33)
108. პაკისტანი (31)
109. სირია (29)
110. ერაყი (28)
111. ავღანეთი (26)

onalem

ტესტ