fbpx
საბერძნეთი

ბერძნების რამდენი % აცხადებს მკაცრ უარს ვაქცინაციაზე?! – საინტერესო კვლევის შედეგები

2021 წელს ვაქცინაციის მომხრეთა და ზოგადად, ვაქცინირებულთა განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა იანვრის თვიდან ოქტომბრის თვემდე, მას შემდეგ კი, ტენდენცია ერთგვარად დასტაბილურებულია. საინტერესოა, გამოკითხული ბერძნების რამდენი % აცხადებს მკაცრ უარს ვაქცინაციაზე, სხვადასხვა მიზეზებით და რამდენია იმ ადამიანთა მაჩვენებელი, რომლებიც უბრალოდ ყოყმანობენ.

2022 წლის დასაწყისისთვის არსებული მონაცემებით, ბერძნების 9% მკაცრ უარს აცხადებს ვაქცინის მიღებაზე, ანუ ყოველი 10 ადამიანიდან 1, ხოლო 8% უბრალოდ ყოყმანობს (მათი პასუხია “შეიძლება გაიკეთონ, შეიძლება არა”). ამრიგად, მათი პროცენტული მაჩვენებელი, ვინც ჯერჯერობით მაინც არ იცრება, 17%-ია.

კვლევის შედეგები, რომელიც ჩატარდა 21-დან 31 დეკემბრის ჩათვლით, 18-დან 74 წლის ასაკის ადამიანებში და მონაწილეობა მიიღო 1.002-მა ბერძენმა, ასეთია:

ხუთიდან 4-მა ბერძენმა მაინც (85%) დააფიქსირა დადებითი დამოკიდებულება ვაქცინის მიმართ, ზოგიერთ მათგანს უკვე გაკეთებული აქვს, ზოგიერთს ვიზიტი აქვს დანიშნული, ნაწილმა კი განაცხადა, რომ აუცილებლად აპირებს ვაქცინის გაკეთებას.

პასიურობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება 44 წლამდე პირებში, ისინი ვინც მკაცრ უარს აცხადებენ ან ყოყმანობენ აცრის გაკეთებას, წარმოადგენენ ასაკობრივ ჯგუფს 25-დან 34 წლამდე.

ვაქცინის უარმყოფელთა 54%-ს მიაჩნია, რომ ის არ არის საკმარისად გამოცდილი და აქედან გამომდინარე ეჭვი ეპარება მის სანდოობაში. ნაწილს არ მიაჩნია სწორად, რომ ვაქცინაცია სავალდებულო სახის არის და სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგება მის მიღებას. 43%-ს ეშინია მისი გვერდითი მოვლენების, რომლებიც შესაძლოა გრძელვადიანი იყოს. გამოკითხულთა გარკვეულ ნაწილს საერთოდ არ სჯერა კორონავირუსის და შესაბამისად, ვაქცინის არსებობის, ხოლო ნაწილი აცხადებს, რომ სხვადასხვა დაავადებების გამო, მათთვის აცრა არ არის რეკომენდებული.

onalem

ტესტ