fbpx
საბერძნეთი

ოფიციალურად! საბერძნეთში ვაქცინის მე-4 დოზა 60 წელს გადაცილებულთათვის

რამდენიმე წუთის წინ ვაქცინაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტმა, მარია თეოდორიდუმ და პირველადი ჯანდაცვის გენერალურმა მდივანმა, მარიოს თემისტოკლეუმ ოფიციალური განცხადებები გააკეთეს ვაქცინის მე-4 დოზასთან დაკავშირებით.

7 აპრილიდან საბერძნეთში იხსნება პლატფორმა ვიზიტების დასანიშნად და ვაქცინის მე-4 დოზის მიღების რეკომენდაცია გაიცემა ადამიანებზე, 60 წლიდან.

კერძოდ, მე-4 დოზის მიღება დასაშვები იქნება მათთვის, ვინც არის 60 წელს ზემოთ და მე-3 დოზა გაკეთებული აქვს 4 თვის წინ. 

ორ დღეში სისტემა გაიხსნება 80 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ვიზიტების დასანიშნად, მომდევნო კვირაში პლატფორმა ხელმისაწვდომი იქნება 70- და 79 წლამდე ადამიანებისთვის, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა გაიხსნება 60-დან 69 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის.

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ მე-4 დოზის მიღება არ არის სავალდებულო და ეს მხოლოდ არჩევანზე იქნება დამოკიდებული.

onalem

ტესტ