fbpx
პოლიტიკა

“მე, როგორც ბერძენს, მრცხვენია, რომ ევროკავშირი უკრაინაში თურქეთზე ნაკლებად აქტიურია” – ΣΥΡΙΖΑ-ს ევროჯგუფის ხელმძღვანელი

დღეს ტელეკომპანია Open-ის ეთერში, რომელიც რუსულ პროპაგანდას ეწევა, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა და ΣΥΡΙΖΑ-ს ევროჯგუფის ხელმძღვანელმა, დიმიტრის პაპადიმულიმ ისაუბრა.

“ბუჩაში ომის საშინელება გვიჩვენებს, თუ რამდენად გადაუდებელია ცეცხლის შეწყვეტის საჭიროება. რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები გამოსავლისა და კომპრომისის საპოვნელად.

რატომ გახდა აუცილებელი ბარბაროსული შეჭრა და უკრაინის მცდელობა ნატოში შესასვლელად?! რატომ ვერ მოხერხდა, რომ ეს ყველაფერი ომის გარეშე მოგვარებულიყო აქამდე?! ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ცეცხლზე ნავთი არ დავასხათ. უპირველეს ყოვლისა ამ ყველაფერში ინტერესები გვაქვს ჩვენ საბერძნეთს და ზოგადად, ევროკავშირს. ამერიკელები და ჩინელები ომიდან სარგებელს იღებენ, ჩვენ კი, სიძვირეს და ინფლაციას უნდა გავუმკლავდეთ.

მე, როგორც ევროპელ მოქალაქეს და როგორც ბერძენს, მრცხვენია, რომ ევროკავშირი უკრაინაში ნაკლებად აქტიურია, ვიდრე რუსეთი. ის არის ეკონომიკური გიგანტი, მაგრამ პოლიტიკური ჯუჯა.

რაც შეეხება სიძვირეს, სირთულეები ჯერ კიდევ არ დაგვიძლევია, ბევრი რამ გველის წინ. ამ საკითხებზე ევროკავშირი მხოლოდ რეკომენდაციებს იძლევა,” აცხადებს პაპადიმული.

onalem

ტესტ