fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

პოლიციამ წირვაზე დასწრების გამო მორწმუნეები 300 ევროთი, ხოლო მღვდელი 1.500 ევროთი დააჯარიმა

ინციდენტი ხალკიდიკის ერთ-ერთი სოფლის ტაძარში მოხდა, სადაც პოლიციამ შენიშნა, რომ შიდა ტერიტორიაზე იმყოფებოდა ორი ადამიანი და წირვას ესწრებოდა.

როგორც უკვე ცნობილია, კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეების გამო წირვა-ლოცვის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ სასულიერო პირთა დასწრების შემთხვევაში და ტაძრებში მრევლი არ უნდა იმყოფებოდეს.

არსებული ცნობებით, ორივე მორწუნე დაჯარიმდა 300 ევროთი, ხოლო ტაძრის მოძღვარი, რომელიც წირვას ატარებდა, 1.500 ევროთი. ჯარიმების გამოწერას მოჰყვა დაძაბულობა და მოძღვრის ვაჟი პოლიციას დაუპირისპირდა. შედეგად ორივე ოფიცერი დაშავდა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

გარდა ამისა, ერთ მორწმუნეს, რომელიც ეკლესიაში იმყოფებოდა, ასევე მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.

როგორც გაირკვა, ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია ორი ადამიანი.

onalem

ტესტ