fbpx
საბერძნეთი

მაღაზიის მფლობელმა ქურდს მისივე მოპარული ფეხსაცმელი აჩუქა, რადგან ჩათვალა, რომ სჭირდებოდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ტრიკალაში მოხდა. ადგილობრივმა მამაკაცმა ერთ-ერთი მაღაზიიდან მოიპარა ფეხსაცმელი, რის გამოც პოლიციამ მალევე დააპატიმრა, ხოლო მოპარული ნივთი მაღაზიაში დააბრუნეს.

შეიძლება ქურდი განყოფილებაში აღმოჩნდა, მაგრამ მაღაზიის მფლობელმა ფეხსაცმელი არ მიიღო და დაკავებულს საჩუქრად გადასცა. ლეონიდას კარაკიკემ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი გადადგა, რადგან ჩათვალა, რომ მამაკაცს ფეხსაცმელი სჭირდებოდა და ამიტომ მოიპარა.

არსებული ინფორმაციით, ტრიკალელს წარსულშიც აქვს სხვა ბრალდებები წაყენებული, რის გამოც, ციხეს თავს ადვილად ვერ დააღწევს, თუმცა, ახალი ფეხსაცმლით დასაჩუქრდა.

onalem

ტესტ