fbpx
საბერძნეთი

ტალახიანი წვიმა და მტვერი დღეს საბერძნეთში – ნახეთ ამინდის პროგნოზი

ლიბიის ყურიდან შემოჭრილი ჰაერის მასების გამო საბერძნეთში დღეს ტალახიანი წვიმა და მტვრის მაღალი ინტენსივობაა მოსალოდნელი.

ირკვევა, რომ ნალექი მოსალოდნელია თავდაპირველად ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა გავრცელდება ცენტრალურ, დასავლეთ და სამხრეთ ნაწილშიც.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, რომ იწვიმებს იონიის და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე. იონიის ჩრდილოეთ ნაწილსა და ეპირუსში ფენომენი განსაკუთრებით ძლიერი იქნება.

გაძლიერდება სამხრეთის ქარი, რაც გამოიწვევს ჰაერში მტვრის კონცენტრაციის გაზრდას ცენტრალურ, სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში.

ათენში დღეს მოსალოდნელია ღრუბლიანობა, თუმცა, ჰაერის ტემპერატურა 19 გრადუსამდე აიწევს. მცირედი წვიმა ნავარაუდევია ღამის საათებში.

რაც შეეხება თესალონიკს, მოსალოდნელია წვიმა შუადღის და საღამოს საათებში, ჰაერი მაქსიმუმ 9 გრადუსამდე გათბება.

 

onalem

ტესტ