fbpx
საბერძნეთი

პარადოქსი: მაღაზიები და კაფეები უნდა გაიხსნას, რომ საბერძნეთში პანდემია შესუსტდეს

ექსპერტებმა უკვე მრავალჯერ განაცხადეს, რომ ამჟამად არსებული კარანტინი უკვე არა თუ დამხმარე, არამედ პანდემიის გააქტიურების გამომწვევი ფაქტორი გახდა. ამიტომ სიტუაცია შეიცვალა და რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ითვლება, რომ სასწრაფოდ საჭიროა მაღაზიების, კაფეებისა და ტავერნების გახსნა, თუკი გვინდა, რომ კორონავირუსის გავრცელება შეიზღუდოს.

რატომ?!

პროფესორთა პასუხი ძალიან მარტივია – მოსახლეობა უკიდურესად არის დაღლილი ჩაკეტილობით და ერთმანეთის სახლებში შეკრებები პანდემიის გავრცელების წყაროდ არის ქცეული, ასევე პრობლემად რჩება სკვერებსა და პარკებში თავმოყრა.

აქედან გამომდინარე, ითვლება, რომ სასწრაფოდ გვჭირდება, რომ გაიხსნას კაფეები და ტავერნები, სადაც მოსახლეობა დისტანციების დაცვით მაინც დაჯდება და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც გაუმჯობესდება.

რაც შეეხება მაღაზიებს, ისინიც უნდა გაიხსნას, უსაფრთხოების წესების დაცვით და ამოქმედდეს ახალი SMS-კოდი.

პროფესორთა ნაწილი აცხადებს, რომ მოსალოდნელია, აღდგომის აღნიშვნა ხალხმა თავიანთ სოფლებშიც კი შეძლოს, თუმცა, ამ ყველაფერს ეპიდმდგომარეობის მიხედვით, მოგვიანებით გავიგებთ.

onalem

ტესტ