fbpx
საბერძნეთი

ათენის ცენტრი და პირეა განსაკუთრებული რისკის ქვეშ – ნახეთ მონაცემები

ბოლო 24 საათში საბერძნეთში ინფიცირების 2.535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ატიკამ კიდევ ერთხელ მოხსნა რეკორდი და საერთო რაოდენობიდან ამ რეგიონში 1.237 ინფიცირებული გამოვლინდა.

ირკვევა, რომ ათენის ცენტრალური უბნები და პირეა განსაკუთრებული რისკის ქვეშ მდგომი ტერიტორიებია.

მხოლოდ ცენტრალურ უბნებში გამოვლინდა 318 ახალი შემთხვევა, ხოლო პირეაზე 196.

თესალონიკშიც არ ფიქსირდება სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა, შედარებით ნაკლებია მონაცემები – ბოლო 24 საათში 252 შემთხვევა.

ამ დროისთვის საბერძნეთში მართვით სუნთქვაზე 672 პაციენტია გადაყვანილი, რაც საგანგაშო რიცხვია, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ მხოლოდ ერთ დღეში 60-ს მიაღწია.

ექიმების ცნობით, ვითარება კორონავირუსის მესამე ტალღის დროს შეიცვალა იმ მხრივ, რომ არიან პაციენტები, რომლებიც ორი თვის მანძილზე იმყოფებიან რეანიმაციაში, ადრე კი ეს დრო გაცილებით ნაკლები იყო.

 

onalem

ტესტ