fbpx
საბერძნეთი

ავტობუსის მძღოლმა პოლიცია გამოიძახა, რადგან მგზავრ ქალბატონს მოკლე მაისური ეცვა

ბერძნული მედია შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც თესალონიკში მოხდა. ქალაქის ავტობუსის მძღოლმა მგზავრი ქალბატონის ჩაცმულობასთან დაკავშირებით სექსისტური კომენტარები გააკეთა, ამ ყველაფერს არ დასჯერდა და შემდეგ პოლიციაც გამოიძახა.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ქალს მოკლე მაისური ეცვა, რაც მძღოლისთვის გაღიზიანების მიზეზად იქცა და უთხრა, რომ როდესაც საჯარო ტრანსპორტით მგზავრობდა, შესაბამისად, მოკრძალებულად უნდა ჩაეცვა. მის კომენტარებს სხვა მგზავრების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა და რამდენიმე წუთში იქ ახალგაზრდა ქალის შეყვარებული და დედა გაჩნდნენ.

ამ ყველაფრის პასუხად, როგორც ჩანს, ავტობუსის მძღოლმა პოლიცია გამოიძახა, თუმცა, ადგილზე მისულმა ოფიცრებმა გაწბილებული დატოვეს, უთხრეს, რომ არ არსებობს კანონმდებლობა, რომლის მიხედვით ჩაცმაც მგზავრს ავტობუსში მოეთხოვება.

თესალონიკის საჯარო ტრანსპორტის ხელმძღვანელობა გმობს მომხდარს და აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი დირექტივა, რომელიც მგზავრების ჩაცმულობას ეხება და არც გაიცემა მსგავსი. კონკრეტული მძღოლი კი სპეციალურ კონტროლს დაექვემდებარება.

onalem

ტესტ