fbpx
საზოგადოება

“შემეძლო ასაკით უფრო პატარა ამერჩია და ბედნიერი არ ვყოფილიყავი” – ასიმინა ხაძიანდრეუ ხრისტოს დანტისთან ურთიერთობაზე საუბრობს

ასიმინა ხაძიანდრეუ საზოგადოებამ Survovir-იდან გაიცნო და რამდენიმე ხანში ცნობილი გახდა, რომ მას ხრისტოს დანტისთან აქვს ურთიერთობა. რეალითი შოუს მონაწილე, რომელიც ნახევარფინალამდე მივიდა, პირველად საუბრობს საჯაროდ თავის პირად ცხოვრებაზე, დიდ ასაკობრივ სხვაობაზე, რომელიც თავის მეორე ნახევართან აქვს.

“მე და ხრისტო სამი წელია ერთად ვართ. ზოგადად, ჯანმრთელობის ჩემს ოჯახში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, ვთქვი, რომ მნიშვნელობა აქვს მხოლოდ აწმყოს და მხოლოდ “ახლა” მაინტერესებს. თუ რაღაც ახლა მაბედნიერებს და ღიმილს მგვრის, დაე ახლა ვიყო ბედნიერი, რადგან ხვალ შეიძლება აღარ ვიყო. მხოლოდ ის გვაქვს, რაც ახლა არსებობს.

ხალხი გასცემს როგორც სიყვარულს, ასევე ბოროტებას, მე ეს არ მაინტერესებს, რადგან ახლა, ამ წუთით ვცხოვრობ. კარგი, შემეძლო ასაკით უფრო პატარასთან ვყოფილიყავი, მაგრამ არ ვყოფილიყავი ბედნიერი. ისიც შეიძლება არ ყოფილიყო ასეთი ბედნიერი სადმე სხვაგან,” ამბობს ასიმინა.

როგორც ირკვევა, წყვილმა ერთმანეთი კრეტაზე ყოფნისას, სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნო, ინიციატივა დანტიმ გამოიჩინა, შემდეგ ათენში შეხვდნენ და ყველაფერი ასე დაიწყო.

onalem

ტესტ