fbpx
საზოგადოება

ათენი: ჯიპი ქართველ მამაკაცს, სავარაუდოდ, განზრახ გამოეწია და დაეჯახა – კადრები ტრაგედიის ადგილიდან

ტელეკომპანია ANT-ზე სიგრუზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სიუჟეტი გავიდა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, ჯიპის ტიპის ავტომობილი საკმაოდ მდიდრულად გამოიყურებოდა და ძვირადღირებულია.

ჩვენებების საფუძველზე ჩანს, რომ მისი მძღოლი, მოტოციკლით მიმავალ 33 წლის ქართველ მამაკაცს განზრახ დაეჯახა. ის კი შედეგად მარჯვენა მხარეს გადავარდა და მიუხედავად იმისა, რომ შლემი ეხურა, სერიოზული დაზიანებები მიიღო. საქართველოს მოქალაქე მოგვიანებით სააავადმყოფოში დაიღუპა.

პოლიცია ამ დრომდე ეძებს ჯიპის მძღოლს, რომელმაც ავარიის ადგილი სასწრაფოდ დატოვა. ეს კი, კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ ინციდენტი შემთხვევითი არ იყო.

onalem

ტესტ