fbpx
საზოგადოება

ათენი: სიგრუს გამზირზე ავარიას 33 წლის ქართველი მამაკაცი ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, საზარელი ავარია სიგრუს გამზირზე გუშინ მოხდა.

ერთმანეთს მოტოციკლი და ჯიპის ტიპის ავტომობილი დაეჯახნენ, რის შედეგადაც დაიღუპა მოტოციკლის მძღოლი. გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით, მამაკაცი 33 წლის არის და საქართველოს მოქალაქეა.

როგორც ჩვენებებიდან ირკვევა, მას შლემი ეხურა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ავარიის შედეგად მიღებული დაზიანებები იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჯიპის მძღოლმა ავარიის ადგილი დიდი სიჩქარით დატოვა და დაშავებული გზაზე მიატოვა. უცნობია, თუ ზუსტად როგორ მოხდა შემთხვევა.

ამ დროისთვის პოლიცია გაქცეულ მძღოლს ეძებს.

onalem

ტესტ