fbpx
კრიმინალი

ათენი: პოლიციამ ორი ემიგრანტი დააკავა – სახლში აღმოჩენილია 17.000 ევრო და ნარკოტიკები

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ათენში ორი ემიგრანტი მამაკაცი დააკავა, მათი მესამე თანამზრახველი კი ამ დრომდე იძებნება.

კერძოდ, პოლიციამ სპეციალური ოპერაცია კალიეთეას ტერიტორიაზე ჩაატარა და შედეგად უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე აიყვანეს. მათი სახლიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკები, რომლებიც გასაყიდად ჰქონდათ გამზადებული.

კერძოდ, პოლიციამ სახლში იპოვა:

2 კგ და 205 გრამი კოკაინი

655 გრამი ნედლი მარიხუანა

ნაღდი ფული, 17. 520 ევროს ოდენობით

სამი მობილური ტელეფონი

ნეილონის უამრავი პაკეტი.

 

onalem

ტესტ