fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ტრიკალა: პოლიციის ყოფილმა ოფიცერმა საკუთარი ძმა ქონების გამო მოკლა

ტრიკალაში ქონებრივი დავა მკვლელობის მიზეზად იქცა. პოლიციის ყოფილმა ოფიცერმა საკუთარი ძმა იარაღით მოკლა.

trikalaola.gr-ის ინფორმაციით, პენსიაზე გასულმა პოლიციის ყოფილმა ოფიცერმა, მეღალოხორიდან, თავისი 69 წლის ძმა თოფით მოკლა, მისი ცოლი კი დაჭრა. ინციდენტი მათი მშობლების სახლში მოხდა.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 69 წლის მამაკაცი მეუღლესთან ერთად მივიდა სახლში, სადაც მისი ძმა ანუ დამნაშავე ცხოვრობდა. ძმებს შორის კამათი წარმოიქმნა, რომელიც ქონებას ეხებოდა. ისინი სახლის გამო ჩხუბობდნენ. შედეგად კი, ყოფილმა პოლიციელმა 69 წლის ძმას ესორლა და მოკლა.

მეზობლების განცხადებით, მათ ორი გასროლის ხმა გაიგონეს. ერთი ტყვიით მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო მეორე ტყვია გარდაცვლილის ცოლს მოხვდა, რომელიც, საბედნიეროდ, მსუბუქად დაშავდა.

ძმების მუდმივი საცხოვრებელი ათენი იყო. თუმცა, მათ დასვენების დღეების გასატარებლად ტრიკალაში, მეღალოხორში ჰქონდათ სახლი. სახლი, რომელიც მკვლელობის მიზეზად იქცა.

დამნაშავე დააკავეს და ტრიკალას პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ