fbpx
საზოგადოებატერორიზმი

ბარსელონაში დაშავებული ბერძენი ქალის კლინიკური სიკვდილი

ბარსელონაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაშავებული ბერძენი ქალის სიკვდილთან ბრძოლა 1 კვირა გაგრძელდა. ექიმებმა ორი შვილის დედის ჯანმრთელობის გაუმჯობესება ვერ მოახერხეს. ამჟამად ის კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაშია.

ქალი, თავის ორ შვილთან ერთად, რომლებიც ასევე მსუბუქად დაშავდნენ, ბარსელონაში იმყოფებოდა. საუბედუროდ, 22 წლის მაროკოელის თავდასხმისას ისინი კონკრეტულ დანაშაულის ადგილას აღმოჩნდნენ.

ქალმა მძიმე ტრამვები მიიღო და 8 საათიანი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. სამწუხაროდ, ოპერაციის შემდეგ, ის გონზე არ მოსულა. შედეგად, ექიმებმა კლინიკური სიკვდილის დიაგნოზი დასვეს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ქალის მადგომარეობა შეუქცევადია.

ესპანური მედიის ცნობით, არის 13 გარდაცვლილი და 100-მდე დაშავებული, მათგან 15-ის სიცოცხლე რისკის ქვეშ დგას. ექიმები მათ გადასარჩენად ყოველდღე იბრძვიან. თუმცა, გასული ერთი კვირის მანძილზე საავადმყოფიში გადაყვანილი ადამიანებიდან 3 გარდაიცვალა. ჯამში მსხვერპლთა რაოდენობა 16 უდრის.

ამჟამინდელი ინფორმაციით, მსხვერპლთა დიდი ნაწილი 24 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეა.

onalem

ტესტ