fbpx
საბერძნეთი

სახელმწიფომ მამა ანტონიოს, მისი დედ-მამისა და დამხმარის ანგარიშები გაყინა

საბერძნეთის ფულის გათეთრების ორგანოს გადაწყვეტილებით, “Κυβωτος του Κοσμου”-ს ხელმძღვანელს, მამა ანტონიოსა და მის დამხმარეს საბანკო ანგარიშები გაუყინეს. ანგარიშები გაეყინათ ასევე სასულიერო პირის პირველი ხარისხის ნათესავებს.

კერძოდ, ხარალამბოს ვურლიოტიმ გასცა ბრძანება გაყინულიყო როგორც მამა ანტონიოს, ასევე მისი მშობლების ანგარიშები, მიუხედავად იმისა, რომ მოძღვრის მამა გარადცვლილია. ასევე გაიყინა მამა ანტონიოს დამხმარის ანგარიშები.

აღსანიშნავია, რომ საუბარია მხოლოდ პირად ანგარიშებზე და არა ორგანიზაციის ანგარიშებზე, ვინაიდან მათი გაყინვა ხელს შეუშლის ფილიალების ფუნქციონირებას. ასევე, კონტროლდება ორგანიზაციის ფინანსური გადარიცხვები, იქნება ეს სპონსორული თუ რაიმე სხვა მიმართულებით.

ფულის გათეთრების ორგანო იუწყება, რომ გამოძიება სულ მოკლე ხანში დასრულდება და გაირკვევა, რამდენად კანონიერად ფლობს მამა ანტონიო და მისი ოჯახი ათი ათასობით ევროს ანგარიშებზე.

ამ ყველაფრის გარდა, მედიისა და გამოძიებიის ყურადღების ეპიცენტრში მოხვდა ორგანიზაციაში რეგისტრირებულ ბავშვთა რაოდენობა, ხელმძრვანელობა აცხადებს, რომ ისინი მასპინძლობენ 500 ბავშვს და რეალურად ოფიციალურ სიაში მხოლოდ 136 მათგანია გატარებული.

 

onalem

ტესტ