fbpx
საბერძნეთი

უპრეცენდენტო შემთხვევა კრეტაზე: საფეხბურთო მოედანზე სამეურნეო სამუშაოები თვითნებურად ჩაატარეს

კრეტაზე უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა, რომლის შესახებაც დიდ შეშფოთებას გამოთქვამს თავად ადგილობრივი მერის მოადგილე, მანოლის ანიფანტაკი.

როგორც ირკვევა, კონკრეტულმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ ხერსონისოს მუნიციპალიტეტში არსებულ საფეხბურთო მოედანზე სოფლის მეურნეობის მანქანებით შესულიყვნენ, ფაქტობრივად, ტრაქტორებით და იქაურობა მოხნეს. ეს არის სტადიონი, რომელიც გამოიყენებოდა გურნეს საფეხბურთო გუნდის მიერ.

“უცნობმა პირებმა სტადიონზე ტრაქტორები შეიყვანეს და არა მხოლოდ მოხნეს, არამედ სხვადასხვა მცენარეებიც კი დათესეს. ანუ მათ სრულყოფილად შეასრულეს სოფლის მეურნეობის საქმე.

აქ არსებული სიტუაცია სრულიად აბსურდულია, ყველა იმას აკეთებს, რაც უნდა. ნებისმიერ ქონებას, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო ან დაუმუშავებელია, ან უბრალოდ შემოღობილი არ არის, ისე იყენებენ, როგორც უნდათ. ძალიან სამწუხაროა!” – აცხადებს ანიფანტაკი.

არსებული ცნობებით, შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა და ამ დროისთვის დამნაშავეთა იდენტიფიცირებას ცდილობენ.

 

onalem

ტესტ