fbpx
საბერძნეთი

ხვალ საგაზაფხულო ამინდი ათენში – ნახეთ, სადამდე აიწევს ტემპერატურა

ხვალ, 12 თებერვალს, ათენში საგაზაფხულო ამინდი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ უქმე დღე ატიკაში დილის საათებიდან დაბალი ტემპერატურით დაიწყება (5 გრუდუსი), შუადღისთვის ნელ-ნელა მოიმატებს.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ათენის ცენტრში ხვალ 14:00 საათისთვის ჰაერი 17 გრადუსამდე გათბება. ზოგადად, შაბათ-კვირის მანძილზე თბილი ამინდი იქნება, მაგრამ მოსალოდნელია მცირე ღრუბლიანობაც.

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, კვირას საღამოდან ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და 12 გრადუსამდე დაეცემა.

onalem

ტესტ