fbpx
საბერძნეთი

რომელი ვალდებულება არ მოიხსნება საბერძნეთში პანდემიის ტალღის შესუსტების შემთხვევაშიც კი?!

პროფესორი, თეოდოროს ვასილაკოპულო ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან ეპიდმდგომარეობას აფასებს და განმარტავს, თუ რა მოლოდინები უნდა გვქონდეს აღდგომის პერიოდთან დაკავშირებით.

“ვაქცინირებულთა საკმაოდ დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, ასევე, იმის გამო, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად სტაბილურად მაღალია, აღდგომისთვის მივაღწევთ იმ ეტაპს, რომ პანდემიის ტალღა საგრძნობლად შემსუბუქდება. საბერძნეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ექნება იმუნიტეტი. ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მოულოდნელი არ მოხდება და ახალი მუტაციები არ გამოჩნდება.

უნდა აღვნიშნო, რომ არსებობს უსაფრთხოების ზომები, რომლებიც არ მოიხსნება არც იმ შემთხვევაში, თუ პანდემიამ უკან დაიხია. მაგალითად, პირბადის ტარების ვალდებულება საჯარო ტრანსპორტში. ამას გარდა, აუცრელებისთვის აკრძალვების მოხსნა არ იქნება კარგის მომტანი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 60 წელს გადაცილებულთა შორის ვაქცინაცია გაძლიერდეს, ამ ასაკის ადამიანები გარდაცვლილთა 90%-ს წარმოადგენენ. გუშინ ჩვენს ქვეყანაში გარდაცვლილთაგან მხოლოდ 4 იყო 60 წელს ქვემოთ, ყველა დანარჩენი კი 60 წელს გადაცილებული.”

ვასილაკოპულოს ინფორმაციით, Moderna და Pfizer ახალ ვაქცინებზე მუშაობენ, რომლებიც ბევრად ეფექტური იქნება და მათ მიერ გამომუშავებული იმუნიტეტი ბევრად დიდხანს შენარჩუნდება, მითუმეტეს, რომ მოსახლეობას უკვე აქვს წინა დოზები მიღებული.

onalem

ტესტ