fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: პირბადეების მოხსნა 1 ივლისიდან – ნახეთ, რა არის მოსალოდნელი?!

ბერძნული მედია იუწყება, რომ საბერძნეთში შესაძლებელია პირბადეების მოხსნის ვალდებულება 1 ივლისიდანვე გაუქმდეს. თუმცა, ცხადია, არა ყველასთვის!

ირკვევა, რომ საბერძნეთის მთავრობა, ექსპერტთა საბჭოს რეკომენდაციით, აპირებს, რომ პირბადეების ღია სივრცეებში მოხმარების ვალდებულება გააუქმოს მათთვის, ვისაც ვაქცინის ორივე დოზა აქვს მიღებული.

ახალი არ არის, რომ განიხილება სრულად ვაქცინირებული მოსახლეობისთვის მეტი თავისუფლებისა და პრივილეგიის მინიჭება. ეს ნიშნავს, რომ აცრის მოწინააღმდეგეებს ექნებათ გარკვეული შეზღუდვები.

საუბარია იმაზეც, რომ გაიხსნას რესტორნების შიდა ტერიტორიები, მაგრამ იქ დასხდომა შეეძლებათ მხოლოდ და მხოლოდ მათ, ვისაც ვაქცინის ორივე დოზა აქვს მიღებული.

ცხადია, ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც მხოლოდ ვაქცინირებული ხალხისთვის იქნება დასაშვები შესვლა, აუცილებელი იქნება სპეციალური დოკუმენტის წარდგენა, სადაც აღნიშნული იქნება, რომ ადამიანს გაკეთებული აქვს ორივე აცრა.

onalem

ტესტ