fbpx
საბერძნეთი

დიდი ცვლილებები საბერძნეთში – ვაქცინაციის დოკუმენტი ყველგან, სადაც გართობა გვსურს?!

საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლები სულ უფრო და უფრო აქტიურად საუბრობენ ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტსა და მოსახლეობის ვაქცინირებული ნაწილის პრივილეგიებზე.

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან ციფრული პოლიტიკის მინისტრმა, კირიაკოს პიერაკაკისმა განაცხადა, რომ სულ მალე არა მხოლოდ მოგზაურობისთვის, არამედ თავად ქვეყნის შიგნით, სხვადასხვა დაწესებულებებში წასასვლელად, აუცილებელი იქნება ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

“ვიდრე ამ საკითხებს განვიხილავთ, ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ყველასთვის, ვისაც მისი გაკეთება უნდა. ანუ სისტემა უნდა იყოს ღია. ევროპაში უკვე გაიხსნა დებატები იმის შესახებ, რომ ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატი გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ მოგზაურობისთვის, არამედ ქვეყნის შიგნითაც.

ამის მაგალითია კონცერტები, სხვადასხვა წარმოდგენები, კლუბები, სპორტული სტადიონები – ანუ ყველა ამ ადგილებში შესვლისას შესაძლოა გამოიყენოთ სერთიფიკატი. მაგრამ ამ დროისთვის ჯერ მსგავსი კანონმდებლობა არ არსებობს, ეს დოკუმენტი გამოიყენება მხოლოდ მოგზაურობისას.”

ამრიგად, მინისტრის თქმით, ყველა ამ გასართობ დაწესებულებაში შესაძლოა მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანები შეუშვან, რომლებიც წარმოადგენენ ვაქცინაციის ციფრულ სერთიფიკატს. მოვლენების განვითარების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

onalem

ტესტ