fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზით აცრილია 2,75 მილიონი ადამიანი

როგორც საბერძნეთის ციფრული პოლიტიკის მინისტრმა, კირიაკოს პიერაკაკისმა განაცხადა, საბერძნეთში მოსახლეობის იმ ნაწილის რიცხვი, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზით არის აცრილი, 2,75 მილიონს უდრის.

საერთო ჯამში ქვეყანაში ვაქცინა გაკეთებული აქვს 6,8 კაცს, ხოლო აქედან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2.75 მილიონს ორივე დოზა.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს გაიცა ვაქცინაციის 400.000-მდე სერთიფიკატი (მწვანე ციფრული სერთიფიკატი).

“ჩვენ ძალიან სწრაფად მივიწევთ წინ. ვაქცინაციის პროცესი ორგანიზებულად და ეტაპობრივად მიმდინარეობს. როგორც უკვე ვთქვით, ვაქცინირებულ ადამიანებს ექნებათ პრივილეგიები, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის ხელმისაწვდომი იქნება აბსოლუტურად ყველასთვის,” განაცხადა პიერაკაკისმა.

არსებული ინფორმაციით, გარკვეული ცვლილებები შევა ძალაში 1 ივლისიდან, მანამდე კი, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს კვლავ ნიკოს ხარდალიასი გამოაცხადებს.

onalem

ტესტ