fbpx
საბერძნეთი

საგანგებო მდგომარეობა საბერძნეთში: იწვის ილია, კორინთია და კავალა

დღეს საბერძნეთში საგანგებო მდგომარეობაა, ვინაიდან ხანძრის კერები გაჩნდა საკმაოდ ბევრ ტერიტორიაზე, უმეტესობა პელოპონისოში.

დღეს შუადღის შემდეგ იწვის ელინოხორი, სოფელი კორინთიაში, ადგილზე მუშაობს 51 ნეხანძრე 12 მანქანით, ასევე, მოხალისეთა სამი ჯგუფი, ოთხი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი.

პარალელურად, ხანძარი მძვინვარებს ილიას სოფელში, აგია კირიაკი, სადაც 63 მეხანძრეა მობილიზებული. ილიასში არსებობს ცეცხლის მეორე კერაც ლინისტენას ტერიტორიაზე, სადაც 31 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ხანძარია კავალაშიც, სადაც სიტუაციის კონტროლის არეში მოქცევა მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ხანძარსაშიშ რეგიონებში პოლიციის 130-ზე მეტი მანქანა პატრულირებდა, რომ პრევენცია მომხდარიყო. ასევე კონტროლდებოდა ადამიანების გადაადგილება ტყის ტერიტორიებზე, რადგან სწორედ ასეთ ადგილებში ფიქსირდება ცეცხლის განზრახ გაჩენის ფაქტები.

onalem

ტესტ