fbpx
საბერძნეთი

ბერძენ პოლიციელს, რომელიც უსაბუთო ემიგრანტთა დაკავების ცენტრში მსახურობდა, 14 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ედება ბრალი

53 წლის პოლიციელი, მიტილინიდან, მართლმსაჯულების წინაშე გაუპატიურების ბრალდებით წარსდგება. ბერძნული მედიის ინფორმაციით, მამაკაცს, რომელიც მიტილინზე უსაბუთო ემიგრანტების დაკავების ცენტრში მსახურობდა, 14 წლის გოგონას გაუპატიურება ედება ბრალად.

როგორც ირკვევა, პოლიციელი გუშინ, 29 ივლისს დააკავეს. ის 2022 წლის იანვრიდან ეკონტაქტებოდა 14 წლის გოგონას სოციალური ქსელის საშუალებით და მუდმივად ცდილობდა, რომ მოზარდი ეიძულებინა, ინტიმური ხასიათის ვიდეოები და ფოტოები გაეგზავნა მისთვის.

ვინაიდან პოლიციელი ქალთა ფრენბურთის მწვრთნელიც იყო, გოგონა მის გუნდში დადიოდა და სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. თავად არასრულწლოვნის ჩვენების მიხედვით, თითქმის ყოველი ვარჯიშის შემდეგ ბავშვები სახლში თავისი მანქანით მიჰყავდა და როდესაც მასთან მარტო რჩებოდა, გარყვნილი ქმედებებს ახორციელებდა. რამდენიმე თვეში კი, მასზე სექსუალურად იძალადა, პარალელურად, ბავშვს ეუბნებოდა, რომ ეს ყველაფერი მათ შორის უნდა დარჩენილიყო.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, 53 წლის პოლიციელი კი, პროკურორის წინაშე წარსდგება.

onalem

ტესტ