fbpx
საბერძნეთი

ათენის რომელი მეტროსადგურები იხურება დღეიდან – ნახეთ დეტალები

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენის მეტროს მე-3 ხაზზე დღეიდან ცვლილებებია მოსალოდნელი, რაც ხაზის პირეამდე გაფართოვებას უკავშირდება.

კერძოდ, საცდელი მარშრუტების განხორციელებიდან გამომდინარე, დღეიდან, 30 ივლისიდან, კვირამდე, 7 აგვისტომდე, დახურული იქნება სადგურები: “ნიკეა”, “კორიდალოს”, “აგია ვარვარა”.

ხაზი იმუშავებს მარშრუტით: “აეროპორტი-აგია მარინა”.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგეგმება, რომ მეტრო გაფართოვდეს პირეამდე, შესაბამისად, საჭიროა განხორციელდეს საცდელი რეისები, აქედან გამომდინარე საჭირო გახდა სამი სადგურის დაკეტვა.

არსებული ცნობებით, ეს სამი სადგური ასევე დაკეტილი იქნება 27 და 28 აგვისტოსაც.

onalem

ტესტ