fbpx
საბერძნეთი

“რის დახურვას გეგმავს კირიაკოს მიცოტაკი საბერძნეთში აღდგომამდე?! – ინტერვიუ ტელეკომპანია Alpha-ზე

კირიაკოს მიცოტაკიმ ტელეკომპანია Alpha-ზე ისაუბრა და განმარტა, თუ რა ვითარებაა ამ ეტაპზე საბერძნეთში და რომელი დაწესებულებები შეიძლება დარჩეს დახურული მომდევნო თვეების მანძილზე.

“ეს არ არის მხოლოდ რიცხვები და მონაცემები. ეს არის დიდი ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე და ყოველი ერთი გარდაცვლილის უკან მთელი ოჯახის ტრაგედია დგას. კლება დაწყებულია, მაგრამ იმისთვის, რომ გავხსნათ ქვეყანა, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ეს არ გამოიწვევს ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას.

აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ვაქცინაციის დაწყებამდე დახურული იყოს ბარები და გასართობი ცენტრები. იმისთვის, რომ ისინი გაიხსნას, მოსახლეობის დიდი ნაწილს უნდა ჰქონდეს ვაქცინა გაკეთებული. ეს ნიშნავს, რომ ისინი შესაძლოა არ ამუშავდეს აღდგომამდე.

ვინც პრემიერის სასახლეში შედის და გადის, ყველა იკეთებს სწრაფ ტესტს, ეს იმისთვის, რომ დავიცვა ჩემი კოლეგები და საკუთარი თავი.

რა თქმა უნდა, არ ვართ კმაყოფილი ინფიცირებულთა რაოდენობის კლებით. შეიძლებოდა, თესალონიკი გაცილებით ადრე ჩაკეტილიყო, თუმცა, მაშინ არ არსებობდა ეს რეკომენდაცია. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და არ არსებობს არანაირი მეორე სისტემა, რომელიც მონაცემებს აღრიცხავს. ის, რაც ყოველდღიურად ხდება ცნობილი, არის სინამდვილე.

წელს შობა-ახალ წელს აღვნიშნავთ ძალიან ვიწრო წრეში, ოჯახის გარემოცვაში, მაქსიმუმ 9 ადამიანი ერთად. უნდა შევძლოთ და ფეხზე მდგომი შევინარჩუნოთ ჯანდაცვის სისტემა. ეს კარანტინი არ არის ისეთი მკაცრი, როგორც მარტში. ხალხი დაღლილია და მესმის, თუ რა რთულია ნებისმიერი ადამიანის სივრცეს მხოლოდ სახლის კედლები წარმოადგენდეს.

რაც შეეხება მაღაზიებს, მათ გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მივიღებთ მიმდინარე კვირის ბოლოს,” განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ.

onalem

ტესტ