fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ყველაზე ნაკლები ბავშვი იბადება, ვიდრე მთელ დანარჩენ ევროპაში – ბერძნები შვილს საშუალოდ 30,3 წლის ასაკში აჩენენ

საბერძნეთის მოსახლეობამ კლება ჯერ კიდევ 2010 წლიდან დაიწყო, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში გარდაცვალების უფრო მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვიდრე დაბადების. მაშინ, როცა 2010 წელს დაფიქსირდა 114,766 ბავშვის დაბადება და გარდაცვალების 109,084 შემთხვევა, ათი წლის შემდეგ უკვე იბადებოდა 84,717 ბავშვი, ხოლო გარდაცვალების 131,084 შემთხვევა ფიქსირდებოდა.

როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, სიკვდილიანობამ გადაასწრო შობადობის მაჩვენებელს და საბერძნეთში, დანარჩენ ევროპასთან შედარებით, შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. მაშინ, როცა რეპროდუქციული სტაბილურობის ზღვარი არის ერთ ქალბატონზე 2,1 ბავშვი, საბერძნეთში ეს ზღვარი უდრის 1,3-ს.

პირეას უნივერსიტეტის პროფესორი, მილტიადის ნეკტარიოსი აცხადებს, რომ საბერძნეთში მოსახლეობის აქტიური დაბერება დაკავშირებულია მოსახლეობის მშრომელი ნაწილის ზრდასთან და “დაბერების” პროცესი დაწყებულია სწორედ 2010 წლიდან.

“წარმოიდგინეთ, რომ მოსახლეობის დაბერების პრობლემა აქვს ჩინეთსაც, ამის გამომწვევი მიზეზებია სიკვდილიანობის შემცირება, სანიტარული პირობების გაუმჯობესება და მედიცინის განვითარება, რომელიც დღესდღეობით უკვე სასწაულებს ახდენს, შესაბამისად, ადამიანების სიკვდილი შედარებით ნაკლებად ფიქსირდება. ადამიანები ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში მხოლოდ 40 წლამდე ცოცხლობდნენ, დღეს კი, ცოცხლობენ 85 წლამდე. მიუხედავად ამისა, მსოფლიოში არსებობს უამრავი ქვეყანა, სადაც ეს პირობები არ აქვთ და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 50 წელია,” ამბობს პროფესორი.

ბერძნები შვილს საშუალოდ 30,3 წლის ასაკში აჩენენ, ყოველი მესამე მშობიარე 30-დან 34 წლამდეა, მშობიარეთა მეოთხედი კი, 35-დან 39 წლამდეა. საბერძნეთს მთელ ევროპაში 40 წელს გადაცილებულთა შორის მშობიარობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს (5,3%).

onalem

ტესტ