fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“190 მილიარდი ის თანხაა, რომელიც გერმანიას საბერძნეთის მართებს” – გერმანელი ისტორიკოსი

“გერმანიამ მოთხოვნა უნდა მიიღოს და საბერძნეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყოს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ნაცისტების მიერ მასშტაბურ განადგურებას გულისხმობს. მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ოკუპაცია დიდი უბედურება იყო,” ეს არი სიტყვები, რომელიც დღეს გერმანელმა ისტორიკოსმა, კარლ ჰაინც როთმა კრეტაზე გამართულ კონფერენციაზე თქვა.

ისტორიკოსი კუნძულზე წიგნის პრეზენტაციის ფარგლებში იმყოფებოდა, რომელიც ასევე გერმანელ ისტორიკოს, ჰართმუთ რუბნერთან ერთად დაწერა. წიგნი მთლიანად ეძღვნება გერმანელების ოკუპაციას ევროპასა და საბერძნეთში, მეორე მსოფლიო ომის დროს.

როთმა განაცხადა, რომ თანხა, რომელიც გერმანიამ საბერძნეთს უნდა გადაუხადოს, 190 მილიარდ ევროს უდრის. მან მოუწოდა მოქალაქეებსა და ქვეყანაში არსებულ მოძრაობებს, რომ ზეწოლა მოახდინოს გერმანიაზე და მიაღწიონ იმ მიზანს, რომლისთვისაც სამართლიანად იბრძვიან.

 

onalem

ტესტ