fbpx
საბერძნეთი

აგიოს პანტელეიმონას: ალბანელმა ქალმა ქმარს ტურპენტინი გადაასხა – მამაკაცი მძიმე დამწვრობებით რეანიმაციაშია მოთავსებული

აგიოს პანტელეიმონაზე მდებარე კორპუსში, ალბანელების ოჯახში მომხდარი ჩხუბი კინაგამ ტრაგედიით დასრულდა. რეანიმაციაშია მოთავსებული 57 წლის მამაკაცი, რომელსაც მძიმე დამწვრობები აქვს მიღებული და გრძლევადიანი რეაბილიტაცია ელის.

როგორც ირკვევა, ყველაფერი შეკამათებით დაიწყო, მამაკაცმა ქალს შეურაცხყოფა მიაყენა, მან კი, ბოთლი აიღო, რომელშიც ტურპენტინი იყო და ქმარს შეასხა. როგორც მათი ვაჟი ამბობს, ქალს ქმრის ცოცხლად დაწვის მიზანი არ ჰქონია, უბრალოდ, სითხე, სავარაუდოდ, წყალში აერია, ხოლო მამაკაცმა სიგარეტი აანთო, რასაც ცეცხლის გაჩენა მოჰყვა და მძიმე დამწვრობები მიიღო.

ახალგაზრდა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მამამისი ხშირად სვამს, ქალი წყლის შესხმის გზას იყენებს ხოლმე მის გამოსაფხიზლებლად, ამიტომ ვარაუდობს, რომ ახლაც ეს ჟესტი გამოიყენა უნებურად, თუმცა, ბოთლში წყლის ნაცვლად, ტურპენტინი იყო.

ალბანელი ქალი (52 წლის) შესაბამის პროკურატურაშია გადაყვანილი, მისი მეუღლე კი, გენიმატას საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, სერიოზული დამწვრობებით.

 

onalem

ტესტ